12 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის–სიღნაღის ბიუროს ადვოკატებმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზემო ქედის გამგეობის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
საზოგადოებრივმა ადვოკატებმა შეხვედრის მონაწილეებს უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვა საკითხზე იურიდიული კონსულტაცია გაუწიეს.
იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები მსგავს შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.