Top
ონლაინ დახმარება

 

რუსთავის №11 საჯარო სკოლაში სემინარი გაიმართა

24 თებერვალს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის ბიუროს ადვოკატებმა რუსთავის №11 საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის სემინარი გამართეს.

უფროსკლასელები გაეცნენ ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს და მათი ჩადენისთვის განსაზღვრული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომებს. მოსწავლეებს ასევე განემარტათ უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები.

იურიდიული დახმარების ბიუროები სასკოლო სემინარებს პერიოდულად მართავენ, რაც მოსწავლეთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და დანაშაულის პრევენციას ემსახურება.