იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის-სიღნაღის ბიუროს ადვოკატებმა დღეს შეხვედრა გამართეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან.
საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაკებს უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის აქტუალური სამართლებრივი საკითხები განიხილეს.
საზოგადოებრივი ადვოკატები თვითმმართველობის ორგანოებში შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რათა, საჭიროების შემთხვევაში, გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა შეძლონ სამართლებრივი პრობლემების მქონე მოქალაქეების გადამისამართება შესაბამის იურიდიული დახმარების ბიუროში.
გასულ წელს მსგავსი შეხვედრები 30-ზე მეტ თვითმმართველ ერთეულში გაიმართა.
იურიდიული დახმარების სამსახურის ოფისების ქსელი საქართველოს 19 ქალაქს მოიცავს.