16 იანვარს, თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი გიორგი მდინარაძე შეხვდა თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს და თავისი პრაქტიკული ცოდნა და უნარ-ჩვევები გაუზიარა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
გარდა ამისა, გიორგი მდინარაძემ ისაუბრა ადვოკატის პროფესიის სირთულეებზე, გამოწვევებსა და უპირატესობებზე. მან ახალგაზრდებს გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, სისხლის სამართლის საქმეების წარმოების თავისებურებები.
შეხვედრაზე განიხილეს ბულინგის, დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და ტოლერანტობის საკითხები. ადვოკატმა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა