Top
ონლაინ დახმარება

 

მესტიაში ჩატარდა კონფერენცია თემაზე „მსაჯულთა ინსტიტუტი და სვანური ტრადიციული სამართალი“

2024 წლის 2 აგვისტოს სვანეთში, მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმში იურიდიული დახმარების სამსახურისა და ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე „მსაჯულთა ინსტიტუტი და სვანური ტრადიციული სამართალი“.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა. 

ღონისძიების ბოლოს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა სპეციალური სიგელებით დააჯილდოვეს მონაწილეები.