Top
ონლაინ დახმარება

 

მესტიაში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა

2024 წლის 2 აგვისტოს იურიდიული დახმარების სამსახურისა და ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი მესტიის რაიონულ სასამართლოში.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა. 

იმიტირებული სასამართლო პროცესი შეეხებოდა სისხლის სამართლის საქმეს, სადაც ნაფიც მსაჯულებს წარმოადგენდნენ მესტიაში მცხოვრები უხუცესები, რომლებიც ტრადიციულ სვანურ მართლმსაჯულებაში დღემდე მონაწილეობენ.

შეხვედრის ბოლოს უხუცესები დაჯილდოვდნენ სპეციალური სიგელებით.

იმიტირებულ სასამართლო პროცესს ადგილობრივი მოსახლეობაც დაესწრო.