30 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურის გორის ბიუროს კონსულტანტი ნინო მასურაშვილი მონაწილეობდა კონფლიქტისპირა ზონაში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოში გამართულ შეხვედრაში, რომელიც ორგანიზებული იყო შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სამართლის სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ.
შეხვედრას კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები და გოგონები, ასევე მათი ოჯახების წევრები ესწრებოდნენ. ნინო მასურაშვილმა მასპინძლებს გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, ესაუბრა დისკრიმინაციის ბულინგის, თანასწორობის საკითხებზე, ისაუბრა ქალთა უფლებებზე და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დანაშაულის შესახებ
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სხვა უწყებების წარმომადგენლებიც.