Top
ონლაინ დახმარება

 

ადვოკატ გიორგი თოთაძის მოგებული საქმე

მცხეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი გიორგი თოთაძე რამდენიმე თვის წინ ჩაერთო პენიტენციური სამსახურის N15 დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდადებულის-ს.მ.-ს საქმეში, რომელსაც მიაჩნდა, რომ მას უნდა შეხებოდა საქართველოს კანონი "ამნისტიის შესახებ" და საკითხი გასაჩივრებული ჰქონდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. ორდერის წარდგენის შემდეგ, მოსამართლის თანაშემწემ ადვოკატს საქმის მასალების ასლები გადასცა. 

გიორგი თოთაძემ სასამართლო სხდომაზე ს.მ.-ს მიმართ ამნისტიის გავრცელება მოითხოვა. პროკურორის წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატამ გაიზიარა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები და ბრალდებული მსჯავრისგან და  დამატებითი სასჯელის სახით მისჯილი 3000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდისაგან გაათავისუფლა.
.