1 ივნისს, ბავშვის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე მიხეილ ხურციძე და ადმინისტრაციის თანამშრომლები, საქველმოქმედო მიზნით, ხაშურისა და გორის საოჯახო სახლებს ესტუმრნენ. იურისტებმა პატარებს წიგნები, საკანცელარიო ნივთები, სათამაშოები, სახატავი და ტკბილეული გადასცეს.
საოჯახო სახლების აღმზრდელებს და ბენეფიციარებს გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები და გაუწიეს კონსულტაცია სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე. სტუმრებმა და მასპინძლებმა ერთად ითამაშეს სხვადასხვა სამაგიდო თამაში.
აღსანიშნავია, რომ იურიდიული დახმარების სამსახური, ბავშვის უფლებათა დაცვის კოდექსის შესაბამისად, მთლიანად უზრუნველყოფს ნებისმიერი არასრულწლოვანის სამართლებრივ დაცვას ნებისმიერი მიმართულებით.
1 ივნისის საქველმოქმედო აქციები - სპეციალური საჭიროების მქონე ან სოციალურად დაუცველი ბავშვებთან შეხვედრა და დახმარება კი უკვე ტრადიციაა, რომელსაც სამსახური ყოველწლიურად ახორციელებს.
მადლობას ვუხდით სათამაშოების ქსელ Pepela toy store / პეპელას სათამაშოები -ს ქველმოქმედებაში მონაწილეობისათვის.