23 მაისს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში - სულდასა და ხანდოში, ხოლო 28 მაისს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ეშტიასა და სათხაში, იურიდიული დახმარების სამსახურის ახალქალაქის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი ინგა გვარამაძე შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას. შეხვედრაში რეგიონში მოქმედი სხვა უწყებების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
ინგა გვარამაძემ სოფლების მცხოვრებლებს მიაწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ. რამდენიმე მათგანს კი ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციები გაუწია.
აღნიშნული შეხვედრა ჩატარდა სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობითა და კოორდინაციით მიმდინარეობს.