მიმდინარე წლის 15 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი და ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონსა და კურზუს ესტუმრნენ. ადვოკატებმა ადგილობრივ მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ, ასევე, წარადგინეს იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი.
სოფლების მცხოვრებლებს აინტერესებდათ მემკვიდრეობის მიღების ფაქტის დადგენა, საბანკო და სახელშეკრულებო ურთიერთობები, უძრავი ქონების დაკანონებასთან დაკავშირებული საკითხები, სოცილაურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები, პირობითი სასჯელის მოხსნასთან დაკავშირებით და სხვადასხვა სამართლებრივი საკითხები.
ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციები მოსახლეობას გაუწიეს ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა ნათია ბოჯგუამ, კონსულტანტმა სალომე ჯანჯღავამ და სპეციალისტმა მაგდა სიორდიამ.