Top
ონლაინ დახმარება

 

სოფელ დარბაზსა და ძველ ქვეშში შეხვედრები ჩატარდა

21 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის რუსთავის ბიუროს კონსულტანტი ლალი ალუდაური და ადვოკატი დავით ჯიქია  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ დარბაზის და ძველი ქვეშის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრა ჩატარადა ქვემო ქართლის მასშტაბით სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ ფართომასშტაბიანი მრავალკომპონენტიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობითა და კოორდინაციით მიმდინარეობს.

ადგილობრივ მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, საკითხებზე. დაინტერესებულ პირებს გაეწიათ სამართლებრივი კონსულტაცია.