Top
ონლაინ დახმარება

 

ლეხაინდრაოსა და ბანძაში მობილური საკონსულტაციო ცენტრი ჩავიდა

მიმდინარე წლის 16 მაისს  ფოთის  იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა ჩაატარეს  შეხვედრა  აბაშის  მუნიციპალიტეტის სოფლებში - ლეხაინდრაოსა და ბანძაში, ადვოკატმა დავით გოგუამ, კონსულტანტმა სალომე ჯანჯღავამ და სპეციალისტმა მაგდა სიორდიამ სოფლების მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ, ასევე, წარადგინეს იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი. შეხვედრებს ესწრებოდა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჯანაშია. 

საერთო შეხვედრის შემდეგ მობილურ საკონსულტაციო ცენტრში ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა დაინტერესებულ ადგილობრივ მცხოვრებლებს გაუწიეს  ინდივიდუალური სამართლებრივი  კონსულტაციები სხვადასხვა საკითხზე. 

undp undpgeorgia germany ruleoflaw justice justiceforall accesstojustice legalaid las