იურიდიული დახმარების სამსახურის რუსთავის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტი ლალი ალუდაური და ადვოკატები მადონა მიქელაძე, ია იასაღაშვილი და მარიამ გელაშვილი ჩართულები არიან ქვემო ქართლის მასშტაბით სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ ფართომასშტაბიან მრავალკომპონენტიან საინფორმაციო კამპანიაში, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობითა და კოორდინაციით მიმდინარეობს.
კამპანიის ფარგლებში სამსახურის წარმომადგენლები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს აწვდიან ინფორმაციას საქართველოში მოქმედი უფასო სამართლებრივი სისტემის და იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივვ მოსახლეობას უწევენ იურიდიული კონსულტაციებს
შეხვედრები უკვე ჩატარდა: 17 აპრილს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ცურტავსა და ნახიდურში, 23 აპრილს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში -კალინინოსა და ქესალოში, 26 აპრილს, ასევე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მუღანლოში, აკთაკლიასა და ყარათაკლიაში.
საინფორმაციო კამპანია მაისის ბოლომდე გაგრძელდება.