Top
ონლაინ დახმარება

 

სამიქაო-მაიდანში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

2024 წლის 17 აპრილს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია შეხვდა აბაშის მუნიციპალიტეტის სამიქაო-მაიდნის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას. 

შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა გიგა გაბელაიამ.

ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს ხელმძღვანელმა ნათია ბოჯგუამ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, დისკრიმინაციის, ტოლერანტობის, ქალთა უფლებების, მიწის რეგისტრაციის, შრომის უფლებების და ტრეფიკინგის საკითხებზე. ასევე გააცნო ფოთის ბიუროს მუშაობის სპეციფიკა და დაგეგმილი აქტივობები. 

შეხვედრის ბოლოს ადგილობრივებს ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატებმა ინდივიდუალურად გაუწიეს სამართლებრივი კონსულტაცია.