Top
ონლაინ დახმარება

 

ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდა ტრენინგი პარალეგალებისათვის

2024 წლის 5 აპრილს ქ.ქუთაისში და 12 აპრილს ქ. ბათუმში პარალეგალებისთვის გაიმართა ტრენინგი სახელწოდებით - „სასესხო ურთიერთობის სამართლებრივი რეგულირება მატერიალური და პროცესუალური ასპექტები“.

ტრენინგი განხორციელდა 2 ნაკადად, იმერეთისა და აჭარის რეგიონის პარალეგალებისთვის. 
ტრენინგს უძღვებოდა დარგის ექსპერტი - მაია ბაქრაძე . ტრენინგზე მიმოხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა - სესხის ხელშეკრულება, ხელშეკრულების ფორმა, კანონით გათვალისწინებული პირობები სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისთვის, სესხის უზრუნველყოფა ვალდებულებითი და სანივთო უზრუნველყოფა ვალდებულების დარღვევა, მოთხოვნები ვალდებულების დარღვევის გამო და სასესხო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის წარმოება სასამართლოში.

პროექტი ფარგლებში აქტიურად იგეგმება საინფორმაციო შეხვედრები, სადაც პარალეგალი სტუდენტები ტრენინგზე მიღებულ ცოდნას, გაუზიარებენ ადგილობრივ მოსახლეობას. 

მადლობას ვუხდით@USAID Rule of Law Program I USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა - ს პროექტის დაფინანსებისა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის.