მიმდინარე წლის 12 და 15 აპრილს ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა ჩაატარეს ოთხი შეხვედრა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ძველი სენაკი, გეჯეთი, ხორში და ზემო ჭალადიდში დამსწრე საზოგადოებას მიეწოდათ ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ.
იმდინარე წლის 12 და 15 აპრილს ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა ჩაატარეს ოთხი შეხვედრა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ძველი სენაკი, გეჯეთი, ხორში და ზემო ჭალადიდში დამსწრე საზოგადოებას მიეწოდათ ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ.
იურიდიული დახმარების სამსახურის მობილურ საკონსულტაციო ცენტრში ინდივიდუალური კონსულტაციები მიიღეს აღნიშნული სოფლებში მცხოვრებმა მოქალაქეებმა. მათ ძირითადად აინტერესებდათ: სოციალური, ბავშვის ქონების განკარგვის და საბანკო და სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი საკითხები, ასევე მიწის ნაკვეთით სარგებლობა და რეგისტრაცია, ნაფიც მსაჯულად საქმეში მონაწილეობის მიღება და პირობითი მსჯავრის გაუქმებასთან დაკავშირებული საკითხები.
სოფლის მცხოვრებ მოსახლეობას მობილურ საკონსულტაციო ცენტრში უფასო ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციები გაუწიეს ფოთის ბიუროს, ადვოკატებმა ზაზა კვირკველიამ, დავით გოგუამ, ცირა ჯავახიშვილმა, ქეთევან გვაზავამ, კონსულტანტმა სალომე ჯანჯღავამ და სენაკის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა მაია რობაქიძე ძიძავამ.
ამ შეხვედრებით დამთავრდა მობილური საკონსულტაციო ცენტრის მოგზაურობა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სადაც კვირის განმავლობაში ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს წევრები შეხვდნენ 310 ადამიანს, მობილურ საკონსულტაციო ცენტრში ინდივიდუალური კონსულტაცია მიიღო 83 მოქალაქემ.
მომდევნო კვირიდან მობილური საკონსულტაციო ცენტრი გადაინაცვლებს აბაშის მუნიციპალიტეტში შემდეგი გრაფიკით:
18 აპრილი: სუჯუნა -15:00 საათი, ნორიო-17:00 საათი;
19 აპრილი: ონტოფო -13:00 საათი; სეფიეთი-15:00 საათი;
23 აპრილი: ტყვირი - 13:00 საათი; ნაესკავო-15:00 საათი;
24 აპრილი: გეზათი - 13:00 საათი; სამიქაო მაიდანი - 15:00 საათი;
25 აპრილი: პირველი მაისი -13:00 საათი; გაუწყინარი - 15:00 საათი;
26 აპრილი: გაღმა კოდორი -13:00 საათი; კეთილარი -15:00 საათი;
ზემოაღნიშნული სოფლების მოსახლეობას ვთხოვთ იყვნენ ყუყრაღდებით, რათა არ გამორჩეთ სოფელში მობილური საკონსუტაციო ცენტრის სტუმრობდა და ისარგებლონ კვალიფიციური ადვოკატების უფასო კონსულტაციით და სამართლებრივი დახმარებით.