Top
ონლაინ დახმარება

 

ტაჯიკეთის დელეგაცია სპეციალიზებულ საქმეთა ბიუროს ესტუმრა

27 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე ნინო მელაძემ და მოადგილე ლევან გვენეტაძემ სპეციალიზებულ საქმეთა ბიუროში უმასპინძლეს ტაჯიკეთის დელეგაციას, რომლის შემდგენლობაში შედიოდნენ ტაჯიკეთის იუსტიციის სამინისტროს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების დეპარტამენტის, პრეზიდენტის აღმასრულებელი აპარატის ადამიანის უფლებათა გარანტიების დეპარტამენტის ბავშვთა უფლებების დაცვის სამმართველოს , შინაგან საქმეთა სამინისტროს არასრულწლოვანთა და ახალგაზრდებს შორის სამართალდარღვევათა პრევენციისა და ინფორმაციის დეპარტამენტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის და სხვა იმ უწყებების წარმომადგენლები, რომლებიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში მოღვაწობენ.

მასპინძლებმა სტუმრებს დეტალურად გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის ის სერვისები, რომელიც არასრულწლოვანთა და ბავშვის უფლებათა დაცვის კოდექსებით არის გათვალისწინებული. წარუდგინეს სამსახურის მიერ სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი ვებგვერდი www.children.las.ge, რომელიც მოიცავს როგორც შემეცნებით, ასევე გასართობი შინაარსის მასალას. შემდეგ გაიმართა საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის "ქეის ბანკის" პრეზენტაციას. მასპინძლებმა ამომწურავად უპასუხეს სტუმართა შეკითხვებს