ხობის მუნიციპალიტეტში გრძელდება იურიდიული დახმარებისა სამსახურის საინფორმაციო და მობილური საკონსულტაციო კამპანია.
25 მარტს ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმოამდგენლები სოფლებს - ახალ სოფელს და ქვემო ქვალონს ესტუმრნენ.
ბიუროს უფროსი ნათია ბოჯგუა სოფლის მოსახლეობას შეხვდა და მიაწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ, ასევე, დაინტერესებული პირები იურიდიული დახმარების სამსახურის მობილურ საკონსულტაციო ცენტრში ინდივიდუალური კონსულტაციის მისაღებად მოიწვია.
ახალ სოფელის და ქვემო ქვალონის მცხოვრებლებს ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციები გაუწიეს ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს ხელმძღვანელმა ნათია ბოჯგუამ, კონსულტანტმა სალომე ჯანჯღავამ და ადვოკატმა ზაზა კვირკველიამ ასევე კონსულტანტმა სალომე ჯანჯღავამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს სამართლებრივი დოკუმენტი მობილურ საკონსულტაციო ცენტრში, ადგილზე მოუმზადა.
იურიდიული დახმარების სამსახურის "მობილური საკონსულტაციო ცენტრი" არის სპეციალური მიკროავტობუსი, რომელიც მოეწყო და აღიჭურვა გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის ფარგლებში. ცენტრი სპეციალურად განკუთვნილია იმ სოფლებისა და სხვა დასახლებული პუნქტებისათვის, რომლებიც იურიდიული დახმარების სამსახურის ოფისებისგან მოშორებით მდებარეობს.