Top
ონლაინ დახმარება

 

პარალეგალებმა აბაშაში შეხვედრა გამართეს

2024 წლის 6 მარტს, USAID -ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, პარალეგალებთან ერთად გაიმართა შეხვედრა აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში ადგილობრივ მოსახლეობასთან. 

შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა - გიგა გაბელაიამ. იურიდიული დახმარების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, მაია ნოზაძემ, დამსწრე პირებს მოკლედ მიაწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებზე და საკანონმდებლო ვალდებულებებსა და განხორციელებულ პროექტებზე. 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ, პარალეგალები, როგორც აჭარის, ისე იმერეთის რეგიონიდან. მათ დამსწრე საზოგადოებას წაუდგინეს პრეზენტაცია ქალთა უფლებების შესახებ. შეხვედრის ბოლოს კი - უპასუხეს აბაშის მოსახლეობის შეკითხვებს.

მადლობას ვუხდით USAID Rule of Law Program I USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა -ს მხარდაჭერისთვის