Top
ონლაინ დახმარება

 

ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები სოფელ ნატანებს ესტუმრნენ

გრძელდება იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო და მობილური საკონსულტაციო კამპანია გურიაში. 25 თებერვალს, ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებს ესტუმრნენ.

ბიუროს უფროსი ცირა მდინარაძე სოფლის მოსახლეობას შეხვდა და მიაწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ. ასევე , დაინტერესებული პირები მოიწვია იურიდიული დახმარების სამსახურის მობილურ საკონსულტაციო ცენტრში. 

ნატანების მცხოვრებლებს ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციები გაუწია ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატმა გიორგი ქარჩავამ. იგი  მობილურ საკონსულტაციო ცენტრში, კონფიდენციალურობის დაცვით შეხვდა ბენეფიციარებს და კონსულტაციის გაწევასთან ერთდ შეადგინა სამართლებრივი დოკუმენტებიც.

როგორც ცნობილია, იურიდიული დახმარების სამსახურის "მობილური საკონსულტაციო ცენტრი” არის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სპეციალური მიკროავტობუსი, სადაც შესაძლებელია ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა და საჭირო შემთხვევაში სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება. ცენტრი მოეწყო და აღიჭურვა გერმანიის მთავრობისა და UNDP გაეროს განვითარების პროგრამის  "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის ფარგლებში.
 

undp undpgeorgia germany ruleoflaw justice justiceforall accesstojustice legalaid las