Top
ონლაინ დახმარება

 

გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან

2024 წლის 6 თებერვალს, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურსა და ააიპ „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს იურიიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ და  საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორმა მარინე იოსელიანმა. 

შეთანხმების მიხედვით, ორივე უწყება ხელი შეუწყობს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლის მიმართულებით მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტებს ხარისხიანი იურიდიული განათლების მიღებას  და თვითრეალიზებას, პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, ახალგაზრდების სამართლებრივი მართლშეგნების დონის ამაღლებას,  მათთვის საზოგადოებრივი ადვოკატების გამოცდილების გაზიარებას, პრაქტიკული სასწავლო კურსის გავლას იურიდიული დახმარების სამსახურში. სტუდენტები აქტიურად იქნებიან ჩართული მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიებში, რომელსაც იურიდიული დახმარების სამსახურის ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.