12 დეკემბერს, დაიხურა ევროპის საბჭოს პროექტი - „იურიდიული დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მარგინალიზირებული მოსახლეობისთვის“.
ღონისძიება გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის პროექტის უფროსი ოფიცერმა გიორგი გიორგაძემ, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ, ადამიანის უფლებათა, მართლმსაჯულებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის სტანდარტების დანერგვის დეპარტამენტის უფროსმა და ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დირექტორმა ფრედერიკ დოლტმა, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ, მედიატორთა სოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილმა.
დამსწრე საზოგადოებას პროექტის შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პირველმა მოადგილემ ნინო მელაძემ.
ღონისძიების ბოლოს გაიმართა HELP-ის პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოვება. შეგახსენებთ, HELP გახლვათ ელექტრონული სწავლების პლატფორმა, რომელშიც იურიდიული დახმარების 23 თანამშრომელი სამი თვის განმავლობაში ინტენსიურად გადიოდა სწავლებას თემაზე - „სიძულვილის ენა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები“.
მადლობას ვუხდით ევროპის საბჭოს მიმდინარე პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის.