11 დეკემბერს, ზესტაფონის ცენტრალური ბიბლიოთეკის ორგანიზებით, იურიდიული დახმარების სამსახურის ზესტაფონის ბიუროს უფროსი გელა ბერაძე და ადვოკატები: ნანა ლუტიძე და თეა ჯანგიანი მიწვეული იყვნენ შეხვედრაზე ზესტაფონის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან.
იურისტები, სხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, მოსწავლეებს ესაუბრნენ მათ უფლებებსა და მოვალეობებზე, ასევე გენდერულ საკითხებზე, ძალადობისა და ბულინგის მავნებლობაზე და ა.შ.
მოსწავლეები აქტიურად იყვენენ ჩართული დისკუსიაში, სვამდნენ კითხვებს და იღებდნენ კვალიფიციურ პასუხებს.
შეხვედრა მიეძღვნა 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთშორისო დღეს.