გრძელდება პარალეგალთა გადამზადება სამართლის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. 2023 წლის 1-2 დეკემბერს ქუთაისსა და ბათუმში პროექტ „პარალეგალის“ ფარგლებში გაიმართა ტრენინგი, სახელწოდებით - “ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგი”.
ტრენინგს უძღვებოდა დარგის ექსპერტი - მარი მესხი. გარდა თეორიული ნაწილისა ტრენინგის ბოლოს გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი, სადაც პარალეგალები თავად წარმოადგენდნენ მხარეებს.
შეგახსენებთ, რომ პროექტი „პარალეგალი“ ერთ წელზე მეტია აქტიურად მიმდინარეობს და იგი ხორციელდება, მოძრაობა - „ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომის ფარგლებში“.
მადლობას ვუხდით USAID Rule of Law Program I USAID -ის სამართლის უზენაესობის პროგრამას პროექტის დაფინანსებისა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის.