Top
ონლაინ დახმარება

 

ქუთაისში ჩატარდა პანლური დისკუსია შშმ პირთა უფლებების საკითხებზე

30 ნოემბერს ქალაქ ქუთაისში, იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით გაიმართა პანელური დისკუსია სახელწოდებით - „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულებაზე“.
შეხვედრა გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა - დავით სიმონიამ და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მოადგილემ - ჰერბ ბოუმენმა.

შეხვედრის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას არსებული პრაქტიკა გააცნეს: იურიდიული დახმარების სამსახურის ზეტაფონის ბიუროს უფროსმა - გელა ბერაძემ; იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს უფროსმა - ესმა ნორაკიამ; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელმა - დარინე სალდაძემ და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში ექსპერტმა - ნინო ელბაქიძემ.

პანელურ დისკუსიას ესწრებოდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგელბი და პრაქტიკოსი ადვოკატები.  დისკუსია წარიმართა მონაწილეთა აქტიური ჩართულობით.

აღსანიშნავია, რომ იურიდიული დახმარების სამსახური ემსახურება შშმ პირებს შექმნის დღიდან კანონით დადგენილი წესით, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან სრულად. ამ დროიდან მოყოლებული უფასო იურიდიული დახმარებით ისარგებლა 4000-მდე შშმ პირმა.