Top
ონლაინ დახმარება

 

თელავის პირველ სკოლაში შეხვედრა შედგა

8 ნოემბერს,  იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე ლევან გვენეტაძე და სამსახურის სხვა წარმომადგენლები თელავის #1 საჯარო სკოლის უფროსკლასელებსა და მასწავლებლებს შეხვდნენ. დირექტორის თანაშემწემ, სალომე დუდუჩავამ მოსწავლეებს წარუდგინა ვებგვერდი www.children.las.ge, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურმა სპეციალურად ბავშვებისათვის შექმნა, ესაუბრა მათ ბავშვთა უფლებებზე, ბულინგზე და სხვა მნიშვნეელოვან თემებზე, გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატი ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით. შეხვედრის ბოლოს იურისტებმა უპასუხეს მოსწავლეებისა და მასწავლებლების შეკითხვებს.