2023 წლის 27 ოქტომბერს, იურიდიული დახმარების სამსახურმა უმასპინძლა თურქმენეთის დელეგაციას, კერძოდ თურქმენეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის სხვადასხვა დეპარტამენტების წარმომადგენლებს, ასევე ომბუდსმენის ოფისის თანამშრომლებს.
შეხვედრის მიზანი იყო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში არსებული გამოწვევები და აღნიშნულ პროცესში იურიდიული დახმარების სამსახურის როლისა და ჩართულობის დელეგაციის წევრთათვის გაზიარება.
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ დელეგაციის წევრებს გააცნო სამსახურის მანდატი და გამოწვევები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში, ასევე მათი გადაჭრის ხედვა და სამსახურის სამომავლო გეგმები, კანონთან კონფლიქტში მყოფ და დაზარალებულ/მოწმე ბავშვებთან მიმართებით.