Top
ონლაინ დახმარება

 

გაფორმდა მემორანდუმი თავდაცვის სამინისტროსთან

9 ოქტომბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია სამხედრო მოსამსახურეების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა; სამშვიდობო მისიებში მონაწილე პირებისთვის სამსახურის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ამ მიზნით სამართლებრივი საჭიროებების შესახებ კვლევების და ტრენინგების ჩატარება; თანამშრომლობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით.

მემორანდუმის მიზნების მისაღწევად, ორივე უწყება განახორციელებს სხვადასხვა სახის პროექტს - საინფორმაციო კამპანიებს და პანელურ დისკუსიებს.