Top
ონლაინ დახმარება

 

შუახევში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა

27 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით, გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი შუახევის მაგისტრატ სასამართლოში.

აღსანიშნავია, რომ პროცესზე მხარეებს წარმოადგენდნენ სტუდენტი პარალეგალები, ხოლო ნაფიცი მსაჯულები გახლდათ შუახევის მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ მოსწავლეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით. ასევე, იმიტირებული პროცესის საქმის მასალები იმგვარად იყო შედგენილი, რომ ნაფიც მსაჯულებს შესაძლებლობა ჰქონდათ ემსჯელათ ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე აქტუალურ საკითხებზე და შემდგომ გაცნობოდნენ კვალიფიციურ სამართლებრივ შეფასებებს. აღსანიშნავია, რომ განსახილველმა თემამ დიდი დაინტერესება გამოიწვია სკოლის მოსწავლეებში. იმიტირებული პროცესი განხორციელდა პროექტის - "ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი"-ს ფარგლებში.

მადლობას ვუხდით @USAID Rule of Law Program / USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამას მხარდაჭერისთვის.