Top
ონლაინ დახმარება

 

ქუთაისში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

18 სექტემბერს, ქუთაისში, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე ნინო მელაძე,  USAID/Georgia სამართლის უზენაესობის პროგრამის ინიციატივით და მხარდაჭერით, შეხვდა  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ქუთაისის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს.

შეხბვედრაში ასევე მონაწილეობდა  ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი. 

ღონისძიება პროექტ "კარიერული საუბრების" ფარგლებში ჩატარდა. იურისტებმა სტუდენტებს გაუზიარეს თავიანთი ცოდნა და გამოცდილება ადვოკატის პროფესიის, შესახებ - რას გულისხმობს ადვოკატის პროფესია და რა როლი აქვთ ადვოკატებს კანონის უზენაესობის დაცვაში, რა სარგებელს სთავაზობენ ისინი საზოგადოებას - ამ კითხვებზე პასუხი კომპეტენტური პირებისაგან ქუთაისელმა სტუდენტებმა მიიღეს.