15 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას, მედიაციის ინსტიტუციური განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით.
მხარეებმა განიხილეს და მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმეს სამომავლო აქტივობები, მათ შორის იურიდიული დახმარების სამსახურში არსებულ საქმეთა მედიაციაში რეფერირების, პრაქტიკაში დანერგვა-განხორციელების იდეა.
მნიშვნელოვანია იურიდიული დახმარების სამსახურის წარმოებაში არსებულ სამოქალაქო კატეგორიის დავებზე მედიაციის გამოყენების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს ერთი მხრივ, იურიდიული დახმარების სამსახურში არსებულ საქმეთა ნაკადის განტვირთვას და მეორე მხრივ, მედიაციის პოპულარიზაცია-განვითარებას.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა