Top
ონლაინ დახმარება

 

თეთრიწყაროში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი ამოქმედდა

2023 წლის 14 სექტემბერს,  თეთრიწყაროში (თამარ მეფის 1 #34) იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. ცენტრში შესაძლებელი იქნება უფასო სამართლებრივი დახმარების მიღება თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის. 

აქამდე თეთრიწყაროს მოსახლეობას საზოგადოებრივი ადვოკატებისა და კონსულტანტის მომსახურების მიღებისთვის რუსთავის იურიდიული დახმარების ბიუროში ან მარნეულის საკონსულტაციო ცენტრში ჩასვლა უწევდათ. ამჯერად, უფასო სამართლებრივი დახმარება თეთრიწყაროს მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია.

თეთრიწყაროს საკონსულტაციო ცენტრის ოფისი გახსნეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი წიკლაურმა. 

გახსნის ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა მოსახლეობასთან, სადაც დავით სიმონიამ წარადგინა პრეზენტაცია უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემის, დახმარების მიღების კრიტერიუმების, სამსახურის პროექტების შესახებ. დაინტერესებულ პირებს გაეწიათ ინდივიდუალური კონსულტაციები.