15 აგვისტოს იურიდიული დახმარების სამსახურისდირექტორი დავით სიმონია შეხვდა ნიუ იორკის იურიდიული დახმარების სამსახურის სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელს, ტინა ლუნგოს.
შეხვედრაზე განიხილეს უფასო სამართლებრივი დახმარების მექანიზმები გადახდისუუნარო მოსახლეობისათვის როგორც საქართველოში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ტინა ლუნგომ აღნიშნა, რომ მათი სამსახურის მიერ დახმარება გაეწია არაერთ ქართველ ემიგრანტს და ამ მხრივ მუშაობა კვლავ გრძელდება. ამერიკელი კოლეგებისთვისაც მნიშვნელოვანი იყო საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის გამოცდილების გაზიარება.
გადაწყდა, რომ ურთიერთთანამშრომლობა გაღრმავდება და თანდათანობით, უფასო სამართლებრივ დახმარება უფრო ხელმისაწვდომი გახდება როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ასევე ამერიკაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვისაც.