მიმდინარე წლის 17 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურის მოსახლეობასთან.
სამსახურის დიფრექტორმა - დავით სიმონიამ შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა უფასო იურიდიული დახმარების სერვისებისა და სამსახურის მიმდინარე პროექტების შესახებ.
პარალეგალებმა ადგილობრივებს ესაუბრნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორებიცაა: ბავშვთა უფლებები, ქალთა უფლებები, ნაადრევი ქორწინება და მემკვიდრეობის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები.
პარალეგალებთან ერთად ამომწურავი პასუხები გაეცა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დასმულ სამართლებრივ შეკითხვებს.
მადლობას ვუხდით USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამას მხარდაჭერისთვის.