13 ივნისს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ქუთაისის სასწავლო ცენტრში, დასავლეთ საქართველოს საზოგადოებრივი ადვოკატებისთვის, გაიმართა ტრენინგი სახელწოდებით - „მოწმეთა დაკითხვის (როგორც სამოქალაქო, ასევე სისხლის სამართლის საქმეებში), შედავებისა და პროტესტის თაობაზე“.
ტრენინგს უძღვებოდნენ: ქეით ქონიერსი - საერთაშორისო სამართლებრივი ფონდის მენტორი და ტრენერი; გელა სიორდია - იურიდიული დახმარების სამასხურის ბიუროს უფროსი; ესმა ნორაკია - ქუთაისის ბიუროს ადვოკატი.
მადლობას ვუხდით USAID Rule of Law Program I USAID სამართლის უზენაესობის პროგრამას მხარდაჭერისთვის. სახელმწიფო მხარს უჭერს იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ტერიტორიული სამსახურებისა და დანაყოფების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, რაც გულისხმობს როგორც ინფრასტრუქტურის, ისე მომსახურების ხელმისაწვდომობას. დღესდღეობით ეტლით მოსარგებლეთათვის ადაპტირებულია სამსახურის რამდენიმე ოფისი და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება.
იურიდიული დახმარების სამსახურში დაგეგმილია სხვა რეფორმებისა და პროექტების განხორციელებაც, რომელიც უფრო მეტად გააუმჯობესებს საქართველოში შშმ პირთა უფლებების სამართლებრივ დაცვას