13 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა ქედის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან.
მოსახლეობას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა - დავით სიმონიამ და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა - გიორგი ჩხეიძემ.
შეხვედრაზე პარალეგალებმა ისაუბრეს უფასო იურიდიული სერვისებით სარგებლობისა და სამსახურის მიმდინარე პროექტების შესახებ. ასევე, განიხილეს ქალთა და ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკა და გამოწვევები.
სამსახურის დირექტორმა, დავით სიმონიამ და პარალეგალებმა ამომწურავი პასუხები გასცეს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დასმულ სამართლებრივ შეკითხვებს