მიმდინარე წლის, 12 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურსა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის ბათუმის ბიუროში განხორციელდება ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა სტუდენტი პარალეგალებისთვის.
ასევე, პროექტ „პარალეგალის“ ფარგლებში ერთობლივად დაიგეგმება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და მართლმსაჯულებაზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის მიზნით. აღსანიშნავია, რომ აჭარის რეგიონში პროექტი „პარალეგალი“ ერთი წელია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.