2023 წლის 5 ივნისს ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები: მაია ქათამაძე და გვანცა თურმანიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივირსიტეტის იურიდიული კლინიკის მოწვევის საფუძველზე ამავე უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს შეხვდნენ.
ადვოკატებმა სტუდენტებს გააცნეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საქმეებთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკა და გამოწვევები. სტუდენტთა ჩართულობით განხილულ იქნა არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესის მნიშვნელობა, როგორც სისხლის ისე სამოქალაქო და ადმინისტარციულ საქმეთა წარმოებაში. შეხვედრას ესწრებოდა 25 სტუდენტი და იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელი ნარგიზ ცეცხლაძე.