მიმდინარე წლის 2-4 ივნისს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურმა, ევროკავშირის და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (UN OHCHR) მხარდაჭერით გამართა ბენჩ-ბარი სახელწოდებით: „სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატის გაზრდა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებულ საქმეებზე“.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ წარმომადგენლები სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებებიდან - საქართველოს პარლამენტი, სპეციალური საგამოძებო სამსახური, სახალხო დამცველი, სპეციალური პენიტენციური სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო, და იუსიტიციის სამინისტრო.
შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: ვლადიმირ შკოლნიკოვმა - გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში; ბესარიონ ბოხაშვილმა - ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელმა საქართველოში; დავით სიმონიამ - იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა; ალუდა ღუდუშაურმა - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ; გურამ მაჭარაშვილი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.
კიდევ ერთელ მადლობას ვუხდით ყველა დამსწრე უწყებასა და დონორ ორგანიზაციას აქტიური ჩართულობისთვის