მიმდინარე წლის, 8-18 მაისს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი - ტრენერის უნარ-ჩვევებში.
7 დღის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია როგორიცაა - ეფექტური სწავლების მეთოდები, ტრენინგის დაგეგმვის ეტაპები, აუდიტორიის მართვა და ა.შ; სასწავლო კურსის, მეორე ნაწილი დაეთმო საჩვენებელ ტრენინგებს. მონაწილეები თავად გახლდნენ ტრენერის ამპლუაში და ჩაატარეს ტრენინგი.
ტრენინგს უძღვებოდნენ მოწვეული ექსპერტები - სოფიო ჩაჩავა და ეთერ ჩაჩანიძე. აღსანიშნავია, რომ სამსახურის მიზანს წარმოადგენს შიდა რესურსით ტრენერთა კორპუსის შექმნა და სამომავლოდ კიდევ უფრო აქტიურ რეჟიმში სასწავლო კურსების განხორციელება.
მადლობას ვუხდით USAID Rule of Law Program I USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აღნიშნული რეფორმის აქტიურად მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.