2023 წლის 18 მაისს, თელავის იურიდიული დახმარების თელავის ბიუროს ადვოკატი ალექსი ტუსნიაშვილი მონაწილეობდა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრაში, რომელიც ორგანიზებულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ და მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას.
შეხვედრა გაიმართა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალის და სოფელ არეშფერანის მოსახლეობასთან.შეხვედრის თემები იყო: ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხები, ჯანდაცვის პროგრამები და სერვისები, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამები, ,სსიპ ზ.ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამა.
ადვოკატმა ალექსი ტუსნიაშვილმა მოსახლეობას გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის თავისებურებები და მიზნები, კონსულტაცია მოქალაქეებს კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებზე. კითხვები ძირითადად შეეხებოდა მიწის რეგისტრაციის, უძრავი ქონების და მოსავლის დაზღვევის, სოფლის მეურნეობის დაფინანსების საკითხებს.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საჯარო რეესტრის წარმომადგენლები.