21 აპრილს, ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროში, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია და მისი მოადილეები ნინო მელაძე და ქეთევან მურადაშვილი, შეხვდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს.
დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნინო მელაძემ სტუმარს წარუდგინა სპეციალური პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა ანგარიშს, თუ რა პროექტები განხორციელდა იურიდიული დახმარბეის სამსახურში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID მხარდაჭერით. საუბარი შეეხო კონკრეტულ შედეგებს, რომელიც აღნიშნული პროექტების საშუალებით იქნა მიღწეული.
ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა იამზე ზანდარაძემ სტუმრებს გააცნო რეგიონში არსებული მდგომარეობა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით, მიაწოდა სტატისტიკური მონაცემები ბიუროს მიერ ნაწარმოები საქმეებისა და უფასო სამართლებრივი დახმარებით მოსარგებლე ბენეფიციართა შესახებ.
ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ იმ დახმარების ფარგლებში, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები იურიდიული დახმარების სამსახურისთვის გამოჰყოფს, სამსახურში გაცილებით მეტი სასიკეთო რამ კეთდება. ამიტომ აშშ კვლავ განაგრძობს იურიდიული დახმარების სამსახურის მხარდაჭერას და ინსტიტუციურ გაძლიერებას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია უფასო სამართლებრივი დახმარებით მოსარგებლე ბენეფიციართა დახმარებისათვის.