Top
ონლაინ დახმარება

 

მედიაციის თემაზე ორი ტრენინგი ჩატარდა

ქუთაისში, იურიდიული დახმარების სამსახურის სასწავლო ცენტრში, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 21-22 მარტს იურიდიული დახმარების სამსახურის კონსულტანტებისთვის, ხოლო 24-26 მარტს საზოგადოებრივი ადვოკატებისთვის ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით „შესავალი მედიაციაში“.

ტრენინგს უძღვებოდნენ ექსპეტები - სოფიო ჩაჩავა და სოფიო ტყემალაძე, რომლებმაც დეტალურად ისაუბრეს მედიაციის მედიაციის არსის და სტანდარტების, მედიატორის როლის, მედიაციის უპირატესობების, არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს, კლიენტის მატერიალური და პროცესუალური ინტერესების გამოკვლევის, სავალდებულო და ნებაყოფლობითი მედიაციის, მოლაპარაკებაში შესვლის ფსიქოლოგიის შესახებ.

ტრენინგის მნიშვნელობასა და იურიდიულ პრაქტიკაში აქტიური დანერგვის შესახებ ისაუბრა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ.

ტრენინგი წარიმართა მონაწილეთა აქტიური ჩართულობით.