Top
ონლაინ დახმარება

 

იურიდიული დახმარების სამსახური კიდევ ერთი წარმატებული საქმით აგრძელებს 2023 წელს.

იურიდიული დახმარების სამსახურის რეფორმის - „მენტორთა პროექტის“ ფარგლებში  პირველი საქმე წარიმართა და წარმატებით დასრულდა.  საზოგადოებრივი ადვოკატების - სულხან კომახიძის, მაკა რევიას და არჩილ ცაგურიას ძალისხმევით, ბრალდებული ი.მ. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესზე  სრულად გამართლდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. 

2022 წლის დეკემბრის თვეში რუსთავის იურიდიული დახმარების ბიუროში შემოვიდა საქმე, როდესაც  დაცვის მხარეს ჰქონდა მხოლოდ ორი დღე მტკიცებულებების მოსაპოვებლად. ი.მ. -ს ბრალი ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“,,ბ“ და ,,გ“ქვეპუნქტებით (ოჯახური ძალადობა-სისტემატიური შეურაცხყოფა) 126-ე მუხლის  მე-2 ნაწილის ,,ა“,,დ“ ,,კ“ ქვეპუნქტებით და 11-137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები (გაუპატიურება დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით შშმ პირის მიმართ), რაც საერთო ჯამში ითვალისწინებდა 10-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. საქმის ვითარების შესწავლის შემდეგ დასაცავ პირთან ერთად ადვოკატებმა მიიღეს გადაწყვეტილება - საქმე განეხილა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს. 

2023 წლის 27-31 მარტს,  სასამართლო სხდომებზე წარმოდგენილი იყო 12 ძირითადი და 3 სათადარიგო  ნაფიცი მსაჯული. მათ მოისმინეს მოწმეთა ჩვენებები, შეაფასეს და იხილეს როგორც ბრალდების, ასევე, დაცვის მხარის მტკიცებულებები.

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არგუმენტირებულად იყო დასაბუთებული ი.მ.-ს უდანაშაულობა. საბოლოოდ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა საზოგადოებრივი ადვოკატების პოზიცია და თორმეტი ხმით არცერთის წინააღმდეგ,  სამივე წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელი ვერდიქტი გამოტანა.