Top
ონლაინ დახმარება

 

ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

16 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია, პარალეგალებთან ერთდ შეხვდა ქალაქ ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს. შეხვედრის განხილვის თემა იყო  უფასო სამართლებრივი დახმარებით სარგებლობის პირობები, სამსახურის სერვისები და მიმდინარე პროექტები. პარალეგალებმა ისაუბრეს ქალთა უფლებებთან დაკავშირებულ ისეთი საკითხებზე, როგორიცაა: მემკვიდრეობის მიღება, ოჯახში ძალადობა; ასევე შეხვედრაზე განვიხილეთ ბავშვის უფლებათა კოდექსის აქტუალური საკითხები და ბულინგი.

შეხვედრა განხორციელდა  იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ინიცირებული მოძრაობის „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“-ს ფარგლებში.  მადლობას ვუხდით USAID სამართლის უზენაესობის პროგრამას, პროექტის დაფინანსებისა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის.