მიმდინარე წლის 1-3 მარტს, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისა და კონსულტანტებისთის ჩატარდა ტრენინგი ეფექტურ კომუნიკაციაში.
ტრენინგი გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დავით სიმონიამ და ბაქარ ჯიქიამ - უფროსი პროექტის ოფიცერი ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისში.
ტრენინგის პირველი დღის, განსახილველი თემა გახლდათ: ქვეცნობიერი პროცესები ქცევითი მეცნიერებების თვალსაზრისით, ხოლო მომდევნო ორი დღე დაეთმო ეფექტური კომუნიკაციის სტანდარტებს კლიენტებსა დამხარეებთან.
ტრენინგს უძღვებოდნენ ევროპის საბჭოს ექსპერტები: ნიკ სტროჰმაიერი (ექსპერტი ქცევითი მეცნიერებების სფეროში), რუსუდან კვაჭანტირაძე და სერგი ჯორბენაძე.