Top
ონლაინ დახმარება

 

თიანეთში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი ამოქმედდა

2 მარტს, თიანეთში იურიდიული დახმარების სამსახურის რიგით 41-ე საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. 

საკონსულტაციო ცენტრის ოფისი გახსნა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დავით სიმონიამ და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ზურა ცისკარიშვილმა. 

თიანეთის მუნიციპალიტეტის და მასში შემავალი სოფლების მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემათ უფასოდ მიიღონ სამართლებრივი დახმარება. 

საკონსულტაციო ცენტრის გახსნის ოფიციალური ღონისძიების შემდეგ გაიმართა შეხვედრა მოსახლეობასთან, სადაც დავით სიმონიამ წარადგინა პრეზენტაცია უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემის, დახმარების მიღების კრიტერიუმების და სამსახურის პროექტების შესახებ. დაინტერესებულ პირებს გაეწიათ ინდივიდუალური კონსულტაციები.