Top
ონლაინ დახმარება

 

სამსახურის წარმომადგენლები სამართლის კონგრესში მონაწილეობდნენ

იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ სამართლის კონგრესში, რომელიც 26 თებერვალს, ალტე უნივერსიტეტში ჩატარდა.
სამართლის კონგრესი გახლავთ პირველი ფართომასშტაბიანი ღონისძიება, რომელიც მოიცავს დასაქმების ფორუმს იურისტი სტუდენტებისა და ახალგაზრდა იურისტებისთვის. ღონისძიების ფარგლებში ქ. თბილისში არსებული აკრედიტებული უნივერსიტეტების სამართლის სტუდენტებსა და ახალგაზრდა იურისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ.
ღონისძეიბის გახსნით ნაწილში სტუდენტებს სიტყვით მიმართა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით სიმონიამ და დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა იურიდიულ სფეროში არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე. ასევე, კონგრესის ფარგლებში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „განათლების როლი ადამიანის უფლებებისთვის“, რომელსაც უძღვებოდა სამართლის დოქტორი, ბესარიონ ზოიძე. 
აღნიშნული ღონისძება  გახლდათ ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბლისის - ELSA Tbilisi - ისა და  ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლა ISIE Georgia - ს ერთობლივი ღონისძიება, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს სამართლის სტუდენტებსა და ახალგაზრდა იურისტებს სამართლებრივი ცოდნის მიღებასა და პროფესიულ დასაქმებაში.