მალე!
ახალი ოფისი სწრაფი და ეფექტური იურიდიული დახმარების განხორციელებისთვის!
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის სპეციალიზებულ საქმეთა ბიურო გაიხსნება.
ბიუროს ადვოკატები, იურიდიული დახმარების შესახებ კანონის და სამსახურის დებულების შესაბამისად, იმუშავებენ ისეთ საქმეებზე, როგორიცაა:
- საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძვლით შემოსული საქმეები;
- მოწმის, დაზარალებულის სტატუსის მქონე პირთა საქმეები;
- განაჩენის აღსრულების ეტაპზე შემოსული საქმეები;
- თავშესაფრის მაძიებელთა, საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, გაუქმების ან თავშესაფრის მიცემის საკითხთან დაკავშირებით შემოსული საქმეები;
- არასრულწლოვანის მშობლისგან განცალკევებასთან, ნახვის დღეების განსაზღვრასთან, მინდობით აღზრდასთან, მშობლის უფლების შეზღუდვასთან, ჩამორთმევასთან დაკავშირებული დავები;
- არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების/ვადის გაგრძელების შესახებ შემოსული საქმეები;
- სამედიცინო დავები;
- შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული დავები;
- ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა/სავარაუდო მსხვერპლთა ინტერესების დასაცავად შემოსული საქმეები;
აქვე გაიხსნება კიდევ ერთი საკონსულტაციო ცენტრი და ნებიმიერ პირს ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე შეეძლება სამართლებრივი რჩევების მიღება სრულიად უფასოდ.